მისია,ხედვა და ღირებულებები
ა(ა)იპ კოლეჯი „ჰორიზონტის“ მისიაა, თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვით, მაღალკვალიფიციური პერსონალის ,ტურისტული პოტენციალის და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, პროფესიისთვის აუცილებელი ცოდნის მიღებით და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების გზით უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რაც თითოეულ პროფესიულ სტუდენტს / მსმენელს მისცემს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის და დასაქმების საშუალებას, უზრუნველყოფს მათ პროფესიულ თვითრეალიზაციას და საზოგადოებაში დამკვიდრებას.
ა(ა)იპ კოლეჯი „ჰორიზონტი“-ს მიერ მისიიდან გამომდინარე განსაზღვრულია დაწესებულების ხედვა 2027 წლისთვის ახორციელებდეს შემდეგ მოდულურ/დუალურ საგანმნათლებლო პროგრამებს სამედიცინო, მომსახურების, ტურიზმის, ინჟინერიის და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით, შემდეგი ღირებულებებზე დაყრდნობით: გუნდური მუშაობა, პროფესიონალიზმი, ინოვაცია, ღიაობა, სამართლიანობის დაცვა, ადამიანის უფლებათა დაცვა, თანასწორობის დაცვა