
კოლეჯი „ჰორიზონტი“ განაგრძობს თქვენი პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობების შეთავაზებას! მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროფესიულ პროგრამებზე სწავლა უკვე დაიწყო.
ეს პროგრამები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სწრაფად სურს ახალი ცოდნის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ სხვადასხვა დარგში.
? რას მოიცავს პროგრამები?
- სასწავლო კურსები, რომლებიც მოიცავს პრაქტიკულ მეცადინეობებსა და რეალურ სამუშაო გარემოში სწავლებას.
- პროფესიონალთა გუნდის მიერ შედგენილი სასწავლო მოდულები.
- თანამედროვე ტექნოლოგიები და აღჭურვილობა.

,,
ჰორიზონტში” საშემოდგომო მიღების ჯგუფებისთვის სწავლა იწყება!
ხვალ, 25 ნოემბერს, დილის 09:30 საათზე, ,,ჰორიზონტის” სამივე ლოკაციაზე, საშემოდგომო ნაკადის პროფესიული სტუდენტებისთვის სწავლა ოფიციალურად დაიწყება!
პროფესიულ სტუდენტებს ელით გაცნობითი ხასიათის შეხვედრები და აქტივობები, რომლებიც სასწავლო პროცესის უკეთ გაგებაში და ერთმანეთთან დაკავშირებაში დაეხმარებათ