მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება, რომელიც გულისხმობს მოკლევადიანი, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელებას.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ნებისმიერ იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო დაწესებულებას, კერძო კომპანიას, სატრენინგო ცენტრს, ასოციაციას – ეძლევა შესაძლებლობა დამოუკიდებლად ან სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობით ფორმალური განათლების კონტექსტში განახორციელოს მომზადება/გადამზადების პროგრამა და გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
კოლეჯმა ,,ჰორიზონტმა" წარმატებით განახორციელა პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები -გარე განათების ელექტრომემონტაჟე და დისტანციური IT მხარდაჭერის სპეციალისტი, კერძების მომზადება სხვადასხვა ტექნოლოგიური მეთოდით, სერვისი და სერვირება, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, ქალის მსუბუქი ტანსაცმლის მასალაში შესრულება, ხეხილოვანი კულტურების დაცვა. ამჟამად მიმდიანრეობს ახალ პროგრამებზე მუშაობა მათი შემდგომი განხორციელების მიზნით-საერთაშორისო სამზარეულოს სხვადასხვა კერძები და მინი ნაწარმის მომზადება; პრაქტიკული ბუღალტერია - საბუღალტრო პროგრამა „ORIS”-ი; 3.სასტუმროს დაჯავშნისა და მიღება-განთავსების მომსახურება, მაკიაჟის შესრულება და დერმოპიგმენტაცია, თმის ღებვა და ქიმიური დამუშავება,სააღმზრდელო პროცესის წარმართვა და მეთოდოლოგია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, უსაფრთხოება და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობა სკოლამდელ დაწესებულებაში,ადმინისტრაციული პროცესები,დასუფთავება და უსაფრთოება სასტუმროში .თმის შეჭრა და ვარცხნილობა, ბარის ორგანიზება;