რეგიონული პროფესიული განათლების დიალოგი დილიჟანში: რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება პროფესიულ განათლებაში

 
summგასულ კვირას, დილიჟანმა უმასპინძლა პროფესიული განათლების სპეციალისტებს, დაწესებულებების ლიდერებსა და პოლიტიკის ექსპერტებს სომხეთიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან. სამიტის მიზანი იყო თანამშრომლობის გაღრმავება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში პროფესიული განათლების მიმართულებით.
🚀 ღონისძიება გახდა სივრცე ცოდნის გაზიარებისთვის, საერთო ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვისთვის, რათა პროფესიული განათლების სისტემები გაძლიერდეს თანამშრომლობისა და ინოვაციების გზით.

ლუკა ბენდელიანი კოლეჯი ,,ჰორიზონტის" პირველი ერასმუსელი გახდა

luka bendeliani 

კოლეჯი „ჰორიზონტი“ ახალი წარმატებით ამაყობს – ჩვენი კულინარიული ხელოვნების სტუდენტი, ლუკა ბენდელიანი, გახდა პირველი    სტუდენტი, რომელმაც ერასმუს მობილობის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

ლუკამ უნგრეთში, სასტუმრო რედისონში,  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სამი თვე გაატარა. მან გაიღრმავა კულინარიული უნარები, იმუშავა საერთაშორისო გარემოში და გაიზიარა ევროპული გამოცდილება.

ერასმუსის გაცვლითი პროგრამა პროფესიული განათლების სტუდენტებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა ახალი ცოდნისა და უნარების შესაძენად. კოლეჯი „ჰორიზონტი“ აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობებს, რათა ჩვენს სტუდენტებს მსგავსი გამოცდილება კიდევ უფრო მეტად მიეცეთ.

გილოცავთ, ლუკა! ვამაყობთ შენი მიღწევით და წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ გზაზე!

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

მისამართი:

  • ოზურგეთი, რუსთაველის #8, 577 16 22 88
  • ლანჩხუთი, ჟორდანიას #75, 555 24 75 50
  • ჩოხატაური, სოფ. გორაბერეჟოული 599 10 85 29

E-Mail: info@horizonti.ge