მხარდამჭერი სერვისები

1პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის შემდეგ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიული სტუდენტებისთვის განსაზღვრულია სპეციალური მხარდაჭერა, რომელიც სახელმწიფოს მიერ მათთვის გამოყოფილი დამატებითი დაფინანსების ფარგლებში ხორციელდება.

სასწავლო პროცესის მხარდაჭერა, კონკრეტული სტუდენტის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით განისაზღვრება და შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:

  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  აკომოდაცია ან/და ადაპტაცია);
  • სასწავლო მასალის ადაპტირება/დამხმარე სასწავლო რესურსის მომზადება;
  • ინკლუზიური  პროფესიულ განათლების სპეციალისტის მხარდაჭერა;
  • სასწავლო პროცესის ასისტენტის მხარდაჭერა;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტის ინდივიდუალური ასისტენტის (პერსონალური ასისტენტი) მხარდაჭერა;
  • ჟესტური ენის თარჯიმნის მხარდაჭერა;
  • ორიენტაციის და მობილობის ტრენერის მხარდაჭერა;
  • უსინათლო პირის  გადაადგილების მხარდაჭერა;
  • ხმოვანი პროგრამის ტრენერის მხარდაჭერა; 
  • დამხმარე მოწყობილობებით მხარდაჭერა;
  • ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;

საწარმოო პრაქტიკადა დასაქმების ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშნელოვანია სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე სტუდენტისთვის, რადგან საშუალებას აძლევს სასწავლო გარემოსგან განსხვავებულ გარემოში, მოახდინოს საკუთარი ცოდნის გადატანა. ამჟამად, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებები, საწარმოო პრაქტიკის გავლას სსსმ სტუდენტებისთვის უზრუნველყოფენ პრაქტიკის განმახორციელებელ ორგანიზაციებთან.

ჩარიცხვა

თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში (გარდა დუალურისა), სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის განსაზღვრულია ქვოტა - ჯგუფის საერთო რაოდენობის მინიმუმ 15%. დუალური პროგრამების შემთხვევაში,  დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს ქვოტები საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ, ვებ გვერდიდან  - https://vet.emis.geასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და საგანმანათლებლო რესურს ცენტრებში. სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს მინიმუმ  3 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შერჩევის შესაძლებლობა ეძლევა.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვა ალტერნატიული ტესტირების საშუალებით ხდება, რაც გულისხმობს აპლიკანტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პირობებში, მის მიერ შერჩეული პროფესიული პროგრამების პრაქტიკულ მოსინჯვას საუკეთესო პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად. ამასთან, უზრუნველყოფილია დამატებითი ხელწემწყობი მექანიზმები  (შრიფტი, ადაპტირებული სივრცე გაზრდილი საგამოცდო დრო)  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირებისათვის, რომლებიც პროფესიულ პროგრამებზე ცენტრალიზებული ჩარიცხვის გზით ირიცხებიან.

პროფესიული ორიენტაცია

faqპროფესიულ ორიენტაციას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის პროცესში, რომლის დროსაც ცალკეულ პირს ინდივიდუალურად მორგებულ პირობებში - ინტერესების, შესაძლებლობებისა და უნარების შესატყვისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევის და სამომავლო კარიერის განსაზღვრის შესაძლებლობა ეძლევა პროფესიული ორიენტაციის პროცედურების გავლის უფლება, სასწავლებელში, აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსის ან აღნიშნული სტატუსის მაძიებელ ყველა იმ პირს, რომელიც გამოხატავს პროფესიული ორიენტაციის გავლის სურვილს. პროფესიული ორიენტაციის გავლა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს შეუძლია იმ შემთხვევაშიც, თუ ის უკვე სწავლობს რომელიმე პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამაზე, აქვს სტუდენტის სტატუსი, თუმცა სურს პროფესიის შეცვლა ან ახალ პროფესიასთან დაკავშირებით საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა.

Subcategories