კოლეჯ "ჰორიზონტი"-ს გორაბერეჟოულის ფილიალში, გურიაში პროფესიული განათლების საუკუნოვანი ისტორიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
1924 წელს სოფელ გორაბერეჟოულში გურიაში პირველი ოფიციალური სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის დაფუძნდა. ასწლიანი ისტორიის მქონე გორაბერეჟოულის ტექნიკუმის ტერიტორიაზე, 2021 წელს ფუნქციონირება დაიწყო კოლეჯ „ჰორიზონტი“-ს სასწავლო კორპუსმა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, პასუხობს შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცოდნისა და უნარების განვითარებას.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა კოლეჯის სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს, გაეცნენ ფილიალში დანერგილ და სამომავლო პროფესიებს და ციტრუსის ბაღის გაშენებაში მიიღეს მონაწილეობა.