აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია

კოლეჯ ,,ჰორიზონტს” ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები , პედაგოგები და მათი მშობლები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი მოსწავლეებში/ახალგაზრდებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია და ამ მხრივ კოლეჯი ,,ჰორიზონტის” გამოცდილების გაზიარება გახლდათ. ჯანსაღი კვების ჩვევების გამომუშავებაზე სკოლის მოსწავლეებმა ,,ჰორიზონტის” პროფესიული პროგრამა ,,კულინარიის ხელოვნების” ხელმძღვანელთან და პროფესიულ სტუდენტებთან ერთად იმუშავეს.  ანა პატარებს ესაუბრა ყოველდღიურ რაციონში ხილ-ბოსტნეულის ჩართვის აუცილებლობასა და მათ სასარგებლო თვისებებზე. ბავშვები დიდი ინტერესით უსმენდნენ მის რჩევებს და აქტიურად უსვამდნენ კითხვებს. ამის შემდეგ, პროგრამის ხელმძღვანელმა პატარებთან ერთად ხილისა და ბოსტნეულისაგან სხვადასხვა სახალისო კომპოზიციები შექმნა, რომლითაც მათი დიდი მოწონება დაიმსახურა. შეხვედრის დასასრულს, მათ ერთად დააგემოვნეს ჯანსაღი და გემრიელი ნამუშევრები. ბავშვებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ დღეიდან უფრო ხშირად მიირთმევენ ხილსა და ბოსტნეულს.
dz