კოლეჯი ,,ჰორიზონტის“ ორგანიზებით, დღეს ლიეტუვის პროფესიული კოლეჯი TECHIN-თვის ვირტუალური ტური ჩატარდა!
კოლეჯ ,,ჰორიზონტსა“ და ლიეტუვიაში, კერძოდ, ვილნიუსში მდებარე პოფესიულ კოლეჯ TECHIN-ის, ურთიერთობა 2021 წელს დაიწყო, როდესაც ,,ჰორიზონტის” დირექტორი, ნანა ჯოლია, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა TECHIN-ს. კოლეჯი აიტი/ საინჟინრო მიმართულებით ოპერირებს და უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მიწოდებას, ზრდასრულთა არაფორმალურ განათლებას, გადამზადებას და კომპეტენციების განვითარებას სხვადასხვა ბიზნეს სექტორში.
სწორედ ამ თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურებოდა დღევნდელი ვირტუალური ტური , რომელის ფარგლებშიც, კოლეჯი ,,ჰორიზონტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა TECHIN-ის პროფეისული კოლეჯის პროგრამების განვითარების ხელმძვანელს და მენეჯერს კოლეჯის ინფრასტრუქტურა და პროფესიული პროგრამები გააცნო.
ტურის ყველაზე საინტერესო ნაწილი გახლდათ მასტერკლასი, რომელიც ,,კულინარიის ხელოვნების“ პროფესიულმა სტუდენტებმა და პროგრამის ხელმძღვანელმა ერთობლივად ჩაატრაეს ტურის მონაწილეებითვის, მოამზადეს ტრადიციული გურული ღვეზელი და მასთან დაკავშირებული ტრადიციების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია კოლეჯის წარმოამადგენლებს.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა სამომავლო გეგმები, თანამშრომლობის შესაძლებლობები , გაცვლითი პროგრამების დანერგვისა და მათი ერთობლივად განხორციელების გზები.
ვირტუალური ტური ზუმის პლატფორმის გამოყენებით განხორციელდა.