აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ოზურგეთის ლოკაცია
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

კოლეჯ ,,ჰორიზონტში" იბტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? ჩატარდა

კოლეჯ ,,ჰორიზონტში’’უკვე 2 წელია აქტიურად ფუნქციონირებს ახალგაზრდული კლუბი ,,ჰეკადემია’’,რომელმაც წარმატებით განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, როგორებიცაა შემოქმედებითი საღამო, შემეცნებიით გასართობი ღონისძიებები, ვიზიტები ხანდაზმულთა პანსიონში (იქ მყოფი ბენეფიციარების განწყობაზე ზრუნვა), ლაშქრობები, ბანაკის ტიპის აქტივობებში ჩართულობა, ფილმების ჩვენება-დისკუსია, დასუფთავების აქცია, წიგნის კითხვის პოპულარიზაციის დანეგვა და ა.შ
კლუბის წევრების, კოლეჯის ადმინისტრაციისა და პარტნიორი ორგანიზაცია ,,მზიანი სახლის" ინიციატივით კლუბის გაძლიერებისთვის მომზადდა პროექტი ,,ა(ა)ი.პ კოლეჯ ,,ჰორიზონტში“ ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა" , რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების სხვადასხვა კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობას არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
 პროფეიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით პროექტის ფარგლებში უამრავი აქტივობა განვახორციელეთ, მათ შორის ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?" , რომლის ფინალიც , გუშინ, კოლეჯი ,,ჰორიზონტის" ოზურგეთის ლოკაციაზე ჩატარდა
ჩემპიონატში მონაწილე გუნდების შედეგებს სპეციალური კომისია აფასებდა, რომელიც დაკომპლექტებული იყო კოლეჯი ,,ჰორიზონტის" ადმინისტრაციის წევრებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის წარმომადგენლებისგან.
საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ლანჩხუთის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. 
 ვულოცავთ მათ ამ ღირსეულ და დამსახურებულ გამარჯვბას. მადლობას ვუხდით პროექტზე მომუშავე ყველა ადამიანს, პროფესიული უნარების სააგენტოს, ორგანიზაცია ,,მზიან სახლს" , ჟიურის და რა თქმა უნდა ჩვენს პროფესიულ სტუდენტებს. აღნიშნული პროექტი სწორედ მათთვისაა, კონკრეტულად ეს ღონისძიება კი ახალგაზრდებში წიგნიერების და ინტელექტუალური დონის ამაღლებას ემსახურება.