ახალგაზრდული ბიზნეს-კლუბის გაძლიერება

 

 

ახალგაზრდული ბიზნეს კლუბის პროექტის ფარგლებში, რომელიც ა(ა)იპ კოლეჯმა „ჰორიზონტმა“, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით გურიის რეგიონში დაიწყო, პირველი ონლაინ სემინარი ჩატარდება. პროექტის მთავრ მიზანს წარმოადგენს 2022 წელს განხორციელებული ექსტრაკურიკულური პროექტის ფარგლებში კოლეჯში ჩამოყალიბებული „ახალგაზრდული ბიზნეს კლუბის მაძლიერება“-კოლეჯის სტუდენტებისა და თემის წევრებისთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზება. ამავდროულად პროექტი თავისი არსით მიმართულია საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარებასა და ახლგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაზე, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ზოგადად რეგიონის განვითარებაზე.