აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

კოლეჯი ,,ჰორიზონტი" პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ 2023 წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობის ჯილდოთ დასაჩუქრდა

 
პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა ღონისძიება - „2023 წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“!
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა რეგიონულ დონეზე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და მათი სამომავლო თანამშრომლობის წახალისება.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში, გასული წლის გამარჯვებულმა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა
დაჯილდოების ცერემონია გახსნა, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პროფესიული კოლეჯებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე და შეაჯამა აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სააგენტოს განხორციელებული აქტივობები.
ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ - ნოდარ პაპუკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო ლაცაბიძე, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი და ანნა ჩერნიშოვა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში. მისალმების შემდეგ, პანელური დისკუსიის ფორმატში წარადგინეს ინიციატივები კოლეჯებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.
ღონისძიების ბოლოს, დაჯილდოვდნენ თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტები - ქედა, შუახევი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ქ. ფოთი და ქ. ქუთაისი და მათი პარტნიორი კოლეჯები - სსიპ კოლეჯი „ბლექსი“, სსიპ კოლეჯი „ჰორიზონტი“, სსიპ კოლეჯი „იბერია“ და სსიპ კოლეჯი „ფაზისი“.
მომავალ წელს, ღონისძიებას უმასპინძლებს ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტები