სტუდენტური სერვისები

კოლეჯი „ჰორიზონტი “ გთავაზობთ ფართო სპექტრის მომსახურებას, რაც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

პროფორიენტაცია - კოლეჯში არსებობს პროფორიენტაციისა და კარიერის მენეჯერი, რომელიც დაინტერესებულ პირებს ეხმარება, მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის, საგანმნათლებლო პროგრამების, ადამიანური რესურსებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.

კარიერა - კოლეჯში პროფორიენტაციისა და კარიერის მენეჯერი მუდმივად ზრუნავს სტუდენტთა დასაქმებაზე. სასწავლო პროგრამები შექმნილია დამსაქმებლების უშუალო მონაწილეობით. სპეციალობის მასწავლებელთა უმეტესობაც მომავალი დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. მათთან გაფორმებულია მემორანდუმები და ხელშეკრულებები, რაც უზრუნველყოფს სრულფასოვანი პროფესიული პრაქტიკის გავლას. ყოველივე ეს ქმნის თითოეული სტუდენტის წარმატებული დასაქმების წინაპირობას. ჩვენი ურთიერთობა სტუდენტებთან არ მთავრდება საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებით ან დიპლომის გაცემით, პროფორიენტაციისა და კარიერის მენეჯერი უწევს კონსულტაციებს და ზრუნავს მათ დასაქმებაზე. კოლეჯის ყველა კურსდამთავრებული აღირიცხება შესაბამის მონაცემთა ბაზაში და ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მათ პროფესიულ განვითარებას. პროფორიენტაციისა და კარიერის მენეჯერი კოლეჯში აწყობს დასაქმების ფორუმებს, წარჩინებულ სტუდენტებს აძლევს განსაკუთრებულ რეკომენდაციას, რითაც ხელს უწყობს კურსდამთავრებულების დასაქმებას პარტნიორ ორგანიზაციებში.


საკონსულტაციო მომსახურება - კოლეჯში არსებობს საკონსულტაციო მომსახურება, რომელსაც ახორციელებს სასწავლო პროცესის მენეჯერი პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად. არსებულ სტუდენტებს უწევენ კონსულტირებას და ეხმარებიან მათ სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაში.


სამედიცინო სამსახური - კოლეჯში სამედიცინო სამსახურისათვის გამოყოფილია სპეციალური სივრცე. სტუდენტებს ემსახურება კვალიფიციური ექთანი, რომელიც ყოველთვის მზადაა პირველადი დახმარების გასაწევად. ექთანი ვალდებულია უზრუნველყოს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სასწავლო გარემო და სტუდენტთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება, სჭიროების შემთხვევაში გასცეს რეკომენდაცია პირის საწარმოო პრაქტიკის ობიექტზე დაშვებისათვის. სამედიცინო სამსახური საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს შშმ/სსსმ პირებს.


სერვისი შშმ /სსმ პირებისათვის - კოლეჯი ქმნის პირობებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ სტუდენტებისათვის განათლების მისაღებად და ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრირებას.კოლეჯში ამ მიმართულებით მუშაობს სპეციალისტი.გადაადგილების უნარშეზღუდულ პირებს თავისუფლად შეუძლიათ მივიდნენ ყველა აუდიოტორიასა და კაბინეტში. მათთვის მოწყობილია პანდუსები, გამომდინარე აქედან ხელმისაწვდომია ყველა სახის სერვისი. დაცვისა და სამედიცინო სამსახურები საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევენ აღნიშნულ პირებს. სმენადაქვეითებული სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია სასწავლო მასალები როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით. გამოცდების პროცესი ხორციელდება მათთვის მოსახერხებელი ფორმით. კოლეჯს ჰყავს პერსონალი, რომელის ეხმარება მათ კომუნიკაციის დამყარებაში.
სსსმ/შშმ პროფესიული სტუდენტებისათვის მუშავდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.


საინფორმაციო მომსახურება - რეესტირის წარმოების სპეციალისტი და საქმისმწარმოებელი ახორციელებენ სტუდენტთა მომსახურეობას, გასცემენ
ინფორმაციას და კონსულტაციებს რეგისტრაციის, ჩარიცხვის, სასწავლო პროცესის ორგანიზების, პრაქტიკების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში. გასცემენ ცნობებს, საჭირო დოკუმენტაციას სტუდენტის სტატუსის, აკადემიური მოსწრების შესახებ და სხვ.


ბიბლიოთეკა - კოლეჯს გააჩნია ბიბლიოთეკა, რომლის წიგნსაცავში დაცულია სილაბუსების/მოდულების მიხედვით მითითებული ყველა სასწავლო ლიტერატურა, ხელმისაწვდომი ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით. სამკითხველო დარბაზში განთავსებულია ინდივიდუალური სამუშაო მაგიდები და ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები. ბიბლიოთეკაში შესაძლებელია მასალების დასკანერება, ასლების გადაღება და ამობეჭდვა. კვალიფიციური ბიბლიოთეკარი ყოველთვის მზადაა მკითხველთა დასახმარებლად. ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 9:30 დან 18.00 საათამდე.

ინტერნეტი - თქვენ შეგიძლიათ კოლეჯის მთელ ტერიტორიაზე ისარგებლოთ ინტერნეტით.


ღონისძიებები - გარდა ხარისხიანი განათლების მიწოდებისა, კოლეჯი ზრუნავს სტუდენტურ ცხოვრებაზე და სწავლის პერიოდში სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის პროექტებს, ინტელექტუალურ, გასართბ, სპორტულ და სხვა ღონისძიებებს.


სატრანსპორტო მომსახურება - კოლეჯი ითვალისწინებს სტუდენტების მოთხოვნებს და ყოველთვის სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისს, რაც ითვალისწინებს ასევე ტრანსპორტით მომსახურებასაც. კოლეჯს ჰყავს ავტომობილი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სტუდენტთა უსაფრთხო გადაადგილებას. ეს სერვისი კოლეჯის სტუდენტებისთვის უფასოა.


დაცვის სამსახური - კოლეჯში არებობს დაცვის სამსახური, რომელიც აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით და ოცდაოთხსაათიან რეჟიმში უზრუნველყოფს დაწესებულების დაცვას. ის ემსახურება უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს შშმ/სსსმ პირებს.