გიორგი სახოკიას ვიზიტი კოლეჯ ,,ჰორიზონტში"

Print
სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია  კოლეჯ „ჰორიზონტში“ იმყოფებოდა, შეხვდა კოლეჯის ადმინისტრაციას და სასწავლო გარემო დაათვალიერა.
✅რწმუნებულმა გამოთქვა მზაობა, დაეხმაროს კოლეჯს პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში სხვადასხვა ბიზნესასოციასთან ახალი მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების და ასევე, დუალური მიდგომით სწავლების დასანერგად. კოლეჯში ამ დროისთვის ათ სხვადასხვა პროფესიას სამასამდე სტუდენტი ეუფლება.
✅რეგიონში მნიშვნელოვნად იზრდება პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა. დასრულდა ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში 90 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯის ფილიალის მშენებლობა, სადაც სოფლის მეურნეობის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები განხორციელდება.
✅ამასთან, მიმდინარეობს 150 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯის ფილიალის მშენებლობა ლანჩხუთში, სადაც ტურიზმის, მომსახურების სფეროს, ინჟინერიისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით იგეგმება პროგრამების ამუშავება.
✅აღსანიშნავია, რომ ვითარდება კოლეჯ ,,ჰორიზონტის“ ოზურგეთის სასწავლო ბაზა: დაწყებულია გარე სასწავლო სახელოსნოების მშენებლობის პროექტირება, რომელიც კოლეჯს საშუალებას მისცემს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა სხვადასხვა პროგრამის დამატებით კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადოს.