აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

გიორგი სახოკიამ ჩოხატაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის პროფესიული კოლეჯი მოინახულა

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, გიორგი სახოკიამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებთან და მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას გაეცნო.
შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებულმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი კუჭავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ამჟამად 2 ახალი საჯარო სკოლის და პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს. სულ მალე, მიუხედავად პანდემიისა, მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალაშენებულ სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. ამ სამი პროექტის ჯამური ღირებულება 5 982 800 ლარია.
,,წელს რეგიონში მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მოვინახულეთ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დასრულების ფაზაშია და შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული სამუშაოები ხარისხიანად და ვადებში სრულდება. თითოეული პროექტი, რომელიც განხორცილედება რეგიონში, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული“ ,– აღნიშნა გიორგი სახოკიამ.