Slide Background
საიტის მიგრაცია
მიმდინარეობს ჩვენი საიტის ახალ სერვერზე მიგრაცია

ეს პროცესი დიდ ხანს არ გაგრძელდება, მაგრამ

ამ პერიოდში ზოგიერთმა ფუნქციამ შეიძლება არ იმუშავოს

Slide Background
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი

WSD Program - პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა

   პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის მიზანია სკოლის მოსწავლეებს მისცეს სასურველი პროფესიის მოსინჯვის შესაძლებლობა საკუთარი სკოლის შენობაშივე. პროგრამის მიზანი არ არის მოსწავლის პროფესიონალად ჩამოყალიბება. მისი მიზნაია, მოსწავლემ მიიღონ საფუძვლიანი ინფორმაცია პროფესიის შესახებ, მოსინჯოს საკუთარი ძალები სხვადასხვა პროფესიაში და მიიღოს გააზრებული და ინფორმირებული კარიერული გადაწყვტილება – სურს თუ არა აღნიშნული პროფესიის არჩევა სამომავლოდ.
საჯარო სკოლებში პროფორიენტაციის სერვისების არარსებობის პირობებში, მოსწავლეებს არ აქვთ კარიერის დაგეგმვისა და პროფესიის არჩევის პროცესში დახმარების მიღების შესაძლებლობა. კურსების გავლის შემდეგ მოსწავლეს ეცოდინება მისაღებია თუ არა კონკრეტული პროფესია მისთვის და სურს თუ არა მომავალში მისი არჩევა. გარდა ამისა, კურსის მიმდინარეობისას მოსწავლეები განივითარებენ მარტივ პროფესიულ/სამუშაო უნარებს, რაც ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში გამოადგებათ.

#WSD პროგრამის დაფარვა გურიაში

2019 წლის შემოდგომაზე პარტნიორი და ბენეფიციარი სკოლის სტატუსით პროგრამას ჯამში გურიის სამივე მუნიციპალიტეტის 16 ახალი საჯარო სკოლა შემოემატა

მთლიანობაში, რეგიონის 33 საჯარო სკოლაში პროფესიული უნარების განვითარების 61 კურსი მიმდინარეობს, რომელსაც 41 საჯარო სკოლის მე-8-12 კლასის მოსწავლეები გადიან.

პროგრამის ფარგლებში რეგიონში ერთი კოლეჯი და ორი უნივერსიტეტი ოპერირებს

კოლეჯი ”ჰორიზონტი”

#VETinSCHOOL #WSDprogram #VET #პროფესიულიგანათლება #გურია #პროფესიულიგანათლებასკოლაში

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

  

Please publish modules in offcanvas position.

Free Joomla! templates by Engine Templates