საიტის მიგრაცია
მიმდინარეობს ჩვენი საიტის ახალ სერვერზე მიგრაცია

ეს პროცესი დიდ ხანს არ გაგრძელდება, მაგრამ

ამ პერიოდში ზოგიერთმა ფუნქციამ შეიძლება არ იმუშავოს

კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
Slider

"აღმოაჩინე გურია" - კოლეჯი "ჰორიზონტი" ტურისტულ პროექტში ჩაერთო

"აღმოაჩინე გურია" - კოლეჯი "ჰორიზონტი" ტურისტულ პროექტში ჩაერთო

კოლეჯი „ჰორიზონტი“, გურიის მხარეში სახელწმიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ მედია სივრცესთან“ ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის, „აღმოაჩინე გურიას“ განხორციელებას იწყებს, რომელიც ვილნიუსის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის პროექტის „შეხვდი ადგილობრივს“ გამოცდილების გაზიარებით, რეგიონში ახალი ტურისტული სერვისების დანერგვას მოიცავს.

„აღმოაჩინე გურიას“ ფარგლებში ოზურგეთში გიდების და მასპინძელი ოჯახების შერჩევა განხორციელდება, რომლებიც კოლეჯ „ჰორიზონტში“ ადგილობრივი გიდის, სტუმარ-მასპინძლობის და ინგლისური ენის მოკლევადიან კურსებში გაივლიან გადამზადებას.

პროექტის სამუშაო ჯგუფმა, პროექტის დირექტორის - ავთანდილ გველებიანის, კოლეჯ „ჰორიზონტი“-ს დირექტორის - ნანა ჯოლიას, გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორის გვანცა ირემაშვილის და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მონაწილეობით ვილნიუსის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, პროექტ „შეხვდი ადგილობრივის“ მმართველ გუნდთან და პროექტის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრაზე პროექტის განხორციელების დროს წარმოქმნილ გამოწვევებზე, მასში პროფესიული კადრების ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Please publish modules in offcanvas position.

Free Joomla! templates by Engine Templates