განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვლი კოლეჯ ,,ჰორიზონტში”

ა(ა)იპ კოლეჯ ჰორიზონტს საქართველოს განათლების , მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, პროფესიული განათლების მიმართულებით, თამარ ქიტიაშვილი  და პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ სამხარაძე ესტუმრნენ. ქალბატონმა თამარმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა კოლეჯში მიმდინარე სასწავლო პროგრამების მიმართ,  მოინახულა სტუდენტები და თავადაც მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროცესში. მინისტრის მოადგილემ პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და პრიორიტეტულობაზე ისაუბრა და გამოკვეთა კოლეჯი ჰორიზონტის განსაკუთრებული როლი  გურიის რეგიონის განვითარებაში.

,,კოლეჯ ,,ჰორიზონტს“ განსაკუთრებული როლი უპყრია რეგიონის განვითარებისთვის,  ვინაიდან კოლეჯი უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მიწოდებას. ჩვენ განვიხილეთ კოლეჯის სამომავლო განვითრების პერსპექტივები , მნიშვნელოვანია, რომ ახლა მიმდინარეობს ჩოხატაურში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე გორაბერეჟოულში,   იმისთვის, რომ გაიზაროს კადრების მიწოდების როგორც მასშტაბი ასევე მიმართულებები და დარგები“.

პროფესიული სასწავლებლის  სასწავლო კურსების გაცნობის შემდეგ სტუმრები დამსაქმებლებს შეხვდენენ. შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო პროგრამების დანერგვის და განხორციელების გზები.

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.