პროფესიული გადამზადების პროგრამები კოლეჯ ,,ჰორიზონტში”

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება დაიწყო. აღნიშნული ინიციატივის მიზანია, ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლება, კომპეტენციების განვითარება პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზებით. სწავლა,  სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. 2019  წელს ა(ა)იპ  კოლეჯმა ,,ჰორიზონტმა“ დადასტურების გზით მოიპოვა უფლება პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელებისა, რომლის ფარგლებშიც პირველ ეტაპზე გადამზადებას გადის  20 მსმენელი 2 სპეციალობაზე-გარე განათების ელექტრო მემონტაჟე და დისტანციური IT მხარდაჭერის სპეციალისტი.  პროგრამები  შემუშავებულია დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს მსმენელთათვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები  აღჭურვილი იქნებიან ყველა იმ აუცილებელი ცოდნითა და უნარით, რაც საჭიროა დისტანციური IT  მხარდაჭერისა და გარე განათების ელექტრომონტაჟის  საქმიანობის განსახორციელებლად.  აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა 15 იანვრიდან დაიწყო. სასწავლო პროცესში გამოყენებულია სწავლის ისეთი მეთოდები, როგორებიცაა: ინტერაქციული ლექცია; დემონსტრირება; პრაქტიკული მეცადინეობა.  მეცადინეობები ტარდება ა(ა)იპ – კოლეჯ „ჰორიზონტი“-ში , რომელიც სრულად არის აღჭურვილი სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ  სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელ სერტიფიკატს.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.