პარტნიორების ვიზიტი კოლეჯ ,,ჰორიზონტში”

„ოზურგეთ დენიმის“ გენერალური დირექტორი, მინდია გურგენიძე და წარმოების დირექტორი ბირქან აქსუ კოლეჯ „ჰორიზონტში“ იმყოფებოდნენ. ,,ოზურგეთ დენიმმა” კოლეჯ ,,ჰორიზონტთან” ახალი ტიპის თანამშრომლობა დაიწყო, რაც მათი მხრიდან კოლეჯისთვის საკერავი ნაჭრების გადაცემით გამოიხატა. ამიერიდან სტუდენტებს ექნებათ საშუალება იმუშაონ უშუალოდ იმ ქსოვილებზე, რაც მათ შემდგომში ქარხანაში, უკვე როგორც დასაქმებულებს დახვდება. აღნიშნული შემთხვევა საჯარო-კერძო პარტნიორობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია, რომელსაც კოლეჯმა „ჰორიზონტმა“ მიაღწია.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.