,,ოზურგეთ დენიმის” წარმომადგენლები კოლეჯ ,,ჰორიზონტში”

„ოზურგეთ დენიმის“ გენერალური დირექტორი, მინდია გურგენიძე და წარმოების დირექტორი ბირქან აქსუ კოლეჯ „ჰორიზონტში“ იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანს სამკერვალო წარმოების დუალური მიდგომით სწავლების დანერგვა წარმოადგენდა. სამკერვალო ფაბრიკა, სადაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ჯინსები შეიკერება, მზადყოფნას გამოთქვამს ჩაერთოს დუალური მიდგომის დანერგვაში და ამ მიმართულებით, უახლოეს მომავალში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიგეგმა. გარდა ამისა, „ოზურგეთ დენიმი“ ჰორიზონტთან ახალი ტიპის თანამშრომლობას იწყებს, რაც მათი მხრიდან კოლეჯისთვის საკერავი ნაჭრების გადაცემას გულისხმობს, რათა სტუდენტებს ჰქონდეთ გამოცდილება უშუალოდ იმ ქსოვილზე მუშაობის, რაც მათ შემდგომში, ქარხანაში, უკვე როგორც დასაქმებულებს დახვდება. აღნიშნული ინიციატივები, საჯარო-კერძო პარტნიორობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია, რომელსაც კოლეჯმა „ჰორიზონტმა“ მიაღწია.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.