შეხვედრა ალიტუსის მუნიციპალიტეტის მერთან

Image may contain: 10 people, people smiling, people standing and shoes

კოლეჯ “ჰორიზონტი”-ს დირექტორმა, ნანა ჯოლიამ, გურიის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ალიტუსის მუნიციპალიტეტის მერთან, ვიცე მერთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.
ლიუტუვური მხარის დაინტერესება გამოიწვია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტმა – “პროფესიული უნარების განვითარება სკოლის მოსწავლეებში”. 


არასამთავრობო ორგანიზაცია “ალიტუსის მუნიციპალიტეტის ლოკალური სამოქმედო ჯგუფები”, კოლეჯ “ჰორიზონტთან” თანამშრომლობით აღნიშნული პროექტის პრეზენტირებას მოახდენს როგორც პროფესიულ სასწავლებლებში, ასევე, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა უახლოეს მომავალში დაიწყოს ქართული პროფესიული განათლების სისტემის რეფორმის დანერგვა ლიეტუვაში.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.