ვიზიტი ალიტუსის პროფესიულ სასწავლებელში

Image may contain: 2 people, people smiling, indoor

კოლეჯ “ჰორიზონტის” დირექტორი, ნანა ჯოლია, ლიტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გურიის რეგიონის დელეგაციასთან ერთად ალიტუსის პროფესიულ სასწავლებელს ეწვია.
კოლეჯში ვიზიტის დროს დელეგაციის წევრებმა თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს და პროფესიული განათლების ლიტუვური მმართველობის პრინციპებს გაეცნენ.


ნანა ჯოლიას და კოლეჯის ხელმძღვანელების შეხვედრაზე “ჰორიზონტსა” და ალიტუსის პროფესიულ სასწავლებელს შორის სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. 
ალიტუსის მუნიციპალიტეტის მერია და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ “ჰორიზონტს”, რათა ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობები კოლეჯებს შორის უახლოეს მომავალში დამყარდეს და “ჰორიზონტის” სტუდენტებმა და პედაგოგებმა შეძლონ ევროპული გამოცდილების გაზიარება.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.