თანამშრომლობის ახალი ეტაპი „ჰორიზონტსა“ და Paragraph-ს შორის

Image may contain: 3 people, people smiling, people sitting

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მომზადება-გადამზადების სწრაფი და მოკლევადიანი პროგრამების დანერგვა-განხორციელებას კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობით ითვალისწინებს, კოლეჯ „ჰორიზონტსა“ და სასტუმრო „Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection“-ს შორის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, კოლეჯის ადმინისტრაციამ, სასტუმროს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მენეჯერ ნანა ყუფუნიასთან დადასუფთავების განყოფილების კლასტერ დირექტორ ჟანა გამხიტაშვილთან ერთად განიხილეს.


შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ კოლეჯი „ჰორიზონტი“ სასტუმრო პარაგრაფისთვის მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებს კულინარიის, ბარის და სასტუმროს მიმართულებით განახორციელებს. შეთანხმება ხელს შეუწყობს ერთი მხრივ რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ასევე, გადამზადებული კადრების სწრაფ დასაქმებას.
კოლეჯი „ჰორიზონტი“, პროფესიული განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ახალი ინიციატივის გურიის რეგიონში განხორციელების მიზნით, კერძო სექტორთან უშუალო შეხვედრებს და თანამშრომლობას სისტემატურად ახორციელებს და ამ პროექტში ჩართვის სურვილი უკვე არაერთმა დამსაქმებელმა გამოთქვა.
#პროფესიულიგანათლება #კოლეჯიჰორიზონტი

Please follow and like us:
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.