Monthly Archives: March 2019

შეხვედრაზე TIKA-ს ხელმძღვანელთან

გაცნობითი შეხვედრა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელ, ქალბატონ ნეჯლა დემირდაღთან.შეხვედრაზე TIKA-ს ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა ითანამშრომლოს კოლეჯ “ჰორიზონტთან” სოფლის მეურნეობის და სამედიცინო მიმართულების პროგრამების დანერგვა-განვითარების მიზნით. განახორციელოს პედაგოგების გადამზადება თურქეთის რესპუბლიკაში და პროგრამების უზრუნველყოს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

Posted in Uncategorized | Comments Off on შეხვედრაზე TIKA-ს ხელმძღვანელთან

თანამშრომლობის ახალი ეტაპი „ჰორიზონტსა“ და Paragraph-ს შორის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მომზადება-გადამზადების სწრაფი და მოკლევადიანი პროგრამების დანერგვა-განხორციელებას კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობით ითვალისწინებს, კოლეჯ „ჰორიზონტსა“ და სასტუმრო „Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection“-ს შორის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, კოლეჯის ადმინისტრაციამ, სასტუმროს … Continue reading

Posted in Uncategorized | Comments Off on თანამშრომლობის ახალი ეტაპი „ჰორიზონტსა“ და Paragraph-ს შორის

პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის მონაწილეების დაჯილდოება

პროფესიული კოლეჯი “ჰორიზონტი” პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის მონაწილეების დაჯილდოებაზე საუკეთესო კოლეჯის და  სოფლის მეურნეობის დარგის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის –,,პროფესიული უნარების განვითარების კურსი მცენარეთა დაცვაში”, მადლობის სიგელებით დაჯილდოვდა.

Posted in Uncategorized | Comments Off on პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის მონაწილეების დაჯილდოება