2018 წლის საშემოდგომო მიღებაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

2018 წლის საშემოდგომო მიღებაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!
პროფესიული ტესტირება 4 ნოემბერს, კვირას ჩატარდება , ხოლო პრეტესტი 3 ნოემბერს, შაბათს. პრეტესტზე დასწრება ნებაყოფლობითია, გამოცდაზე გამოცხადება კი სავალდებულო.
ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მსურველებს საგამოცდო ბარათების აღება 2 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. საგამოცდო ბარათები გაიცემა რესურსცენტრებში ან იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც პროფესიული ტესტირებისათვის დარეგისტრირდით. ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელია ვებგვერდიდანაც: www.vet.emis.ge
გისურვებთ წარმატებებს!

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.