გერმანელი ექსპერტების ვიზიტი კოლეჯ ,,ჰორიზონტში”

პროფესიულ კოლეჯ “ჰორიზონტს” გერმანელი ექსპერტები ბატონი Grosman Volkmar-ი  და ბატონი Otto Stohl-ი  ესტუმრნენ. ისინი გაეცნენ კოლეჯში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ტურიზმის მიმართულებით. ექსპერტებმა საინფრმაციო შეხვედრები გამართეს პედაგოგებთან, გაუზიარეს თავიანთი პრაქტიკა და ისაუბრეს კოლეჯში მიმდინარე პროგრამებზე. ექსპერტები დაესწრნენ მზარეულების  სასწავლო პრაქტიკის პროცესს და თავადაც მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ქართული ტრადიციული საჭმლის მომზადებაში. სტუმრები შეხვდნენ სასტუმრო საქმისმწარმოების პროგრამის სტუდენტებსაც; შეხვედრას საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სხვადასხვა სახალისო აქტივობები ვორქშოფების სახით.

Share Button
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.