კოლეჯ ,,ჰორიზონტში” პროფესიული ფესტივალი გაიმართა

ფესტივალზე კოლეჯის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა და პროფესიების მოსინჯვა გაიმართა. აქვე, დაინტერესებულ პირებს სასურველ სპეციალობებზე ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლაც შეეძლოთ.
“პროფესიული განათლება პრიორიტეტულია ჩვენი რეგიონისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კოლეჯი სთავაზობს კერძო სექტორს როგორც უკვე გადამზადებულ, კვალიფიციურ კადრებს, ასევე, შესაძლებლობას უშუალოდ დამსაქმებელზე მორგებული მოკლევადიანი პროგრამების განხორციელების. ჩვენი მხრიდან, დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, დახმარებას ვუწევთ კოლეჯ “ჰორიზონტს” დაამყაროს კავშირები უცხოეთის ანალოგიურ სასწავლებლებთან, რათა მოხდეს პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება” – ზურაბ ნასარაია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი “მოვიხიბლე კოლეჯში არსებული სიტუაციით და კვალიფიციური სტუდენტებით, სულ მალე ოზურგეთში გავხსნი სასტუმრო “გურია”-ს, სადაც კოლეჯის კურსდამთავრებულები დასაქმდებიან. ჰორიზონტის კურსდამთავრებულებს დავასქმებთ, ასევე, სოფელ ასკანაში მშენებარე შატოში. ” – ზურაბ ჩხაიძე, კახური ტრადიციული მეღვინეობის დამფუძნებელი. “ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმში მშენებარე ორბის სასტუმრო კომპლექსში, კოლეჯის სხვადასხვა სპეციალობის კურსდამთავრებულები დასაქმდებიან, რაც როგორც ოზურგეთელს ძალიან მახარებს” – ირაკლი კვერღელიძე, ორბი ჯგუფის გენერალური დირექტორი. “პირველად ვიმყოფები ოზურგეთში და მოხიბლული ვარ კოლეჯის შესაძლებლობებით. სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად ვგეგმავთ მოვიძიოთ პარტნიორი კოლეჯები ჩემ ქვეყანაში, რათა მოხდეს მათი დამრგობრება ჰორიზონტთან, რაც ხელს შეუწყობს კოლეჯის და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას” – იოანეს დუმა, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
“კოლეჯი ჰორიზონტი, აქ არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და კვალიფიციური კურსდამთავრებულები გახდა საფუძველი და ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ჩაგვედო ინვესტიცია და აგვეშენებინა სამკერვალო ფაბრიკა ოზურგეთში, სადაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების Zara, Mango, Massimo Dutti ჯინსებს სწორედ კოლეჯის კურსდამტავრებულები კერავენ” – შ.პ.ს “ოზურგეთ დენიმ”-ის დირექტორი, ჰაკან ჩობანოღლუ.
ფესტივალს სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დამსაქმებლები დაესწრნენ

. 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.