გერმანელი ექსპერტების ვიზიტი კოლეჯ ,,ჰორიზონტში”

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების  GIZ  თანამშრომლობის ფარგლებში   ხორციელდება პროექტი  “კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“,  რომლის მიზანსაც შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების პოლიტიკის ფორმირებაში ტექნიკური დახმარების გაწევა წარმოადგენს. ასევე, აღსანიშნავია ორგანიზაციის მხარდაჭერა პროფესიული განათლების ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: საქართველოს მონაწილეობის მხარდაჭერა საერთაშორისო კონკურსში “მსოფლიო უნარები“ WorldSkills International,  პროფესიულ მასწავლებელთა გადამზადება  სამშენებლო მიმართულებით და  გერმანიაში სასწავლო ვიზიტების უზრუნველყოფა. ვიზიტის დასასრულს ექსპერტებმა დაათვალიერეს კოლეჯი, სახელოსნოები, გაესაუბრნენ პედაგოგებსა და კოლეჯის ადმინისტრაციას.

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.