განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროფესიული კოლეჯების წარმატებული სტუდენტები გამოავლინა

ვლადიმერ დანელია პროფესიულ კოლეჯის ,,ჰორიზონტი“ მზარეულის პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულია. მისი პროფესია შრომის ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია. ლადომ კოლეჯის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში არაერთი გასაუბრება გაიარა და რამდენიმე საინტერესო შეთავაზება მიიღო მსხვილი დამსაქმებლებისგან.

სწავლის დასრულების შემდეგ, მუშაობა დაიწყო რესტორან „ასკანელი ტერასა“-ში, სადაც პროფესიულად კიდევ უფრო განვითარდა, რაც მისი მიწვევის წინაპირობა გახდა სასტუმრო „პარაგრაფში“, ერთ-ერთი შეფის პოზიციაზე.

ვლადიმერი თვლის, რომ კოლეჯ „ჰორიზონტში“ მიღებული ცოდნა და პრაქტიკა მას ძალიან დაეხმარა წარმატების მიღწევაში.

#პროფესიულიგანათლება #აირჩიეპროფესია

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.