პრესკონფერენცია კოლეჯ “ჰორიზონტში”

10714396_1473780792886222_6437277135527266850_oა(ა)იპ პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ცნობიერების ამაღლების თემაზე პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციაზე მოწვეულმა სტუმრებმა, კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა,, დამსაქმებლებმა, კურსდამთავრებულებმა, ადგილობრივი  და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვევს პროფესიული განათლების მიღების აუცილებლობას, კვალიფიციური კადრების საჭიროებას და ამ კუთხით გადადგმული წარმატებული და ნაყოფიერი ნაბიჯებისთვის კოლეჯის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადეს.

„ძალიან კარგია, როდესაც გურიის რეგიონში არსებობს ასეთი მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული, თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებით აღჭურვილი პროფესიული კოლეჯი. ჩემთვის, როგორც დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრი. ჩვენ ვთანამშრომლობთ კოლეჯთან საწარმოო პრაქტიკის კომპონენტშიც და წარმატებულ სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას დასაქმდნენ თავიანთი პროფესიით. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს კიდევ დიდხანს გაგრძელდება და კვლავ ასეთი ნაყოფიერი იქნება “ – აღნიშნა შ.პ.ს ,,ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკის“ დირექტორმა, გიორგი ხუჭუამ.

კოლეჯის დირექტორის, ნანა ჯოლიას განცხადებით, მსურველთა რეგისტრაცია უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს და გამოცხადებული საკონკურსო ქვოტის 80%-ი უკვე შევსებულია – „კოლეჯი აცხადებს მიღებას სამი ძირითადი მიმართულების (სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, მომსახურების სფერო) 15 საგანმანათლებლო პროგრამაზე. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ ყველა აპლიკანტი, ვინც გადალახავს პროფესიული ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარს დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მთელი წლის განმავლობაში ვაწარმოებთ ინტენსიურ პროფორიენტაციას გურიის რეგიონის მასშტაბით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიტანოთ ინფორმაცია იმ სიკეთეების შესახებ, რასაც პროფესიული განათლება აძლევს მათ. სტუდენტებს ვთავაზობთ სწავლის საუკეთესო პირობებს, საწარმოო პრაქტიკით უზრუნველყოფას და დასაქმების რეალურ შანსს “ .

ა(ა)იპ-ი პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“, გურიის რეგიონში ერთადერთი ავტორიზებული სასწავლებელია. კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო წლიური მაჩვენებელი 65%-ს შეადგენს.

Share Button
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.