აირჩიე პროფესია – შეიქმენი მომავალი.

 პრესრელიზი

 

ხუთშაბათს, 18 სექტემბერს, 12:00 სთ-ზე, ა(ა)იპ  პროფესიულ კოლეჯ  „ჰორიზონტში“ , პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ცნობიერების ამაღლების თემაზე პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციაზე მოწვეული იქნებიან კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციები, დამსაქმებლები, კურსდამთავრებულები, ადგილობრივი  და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია, მთელი საქართველოს მასშტაბით 6 სექტემბერს დაიწყო და 20 სექტემბრს დასრულდება. კოლეჯი „ჰორიზონტი“ მსურველთა მიღებას 15 პროფესიაზე აცხადებს:

1.მზარეული
2.სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი
3.მეტყევე
4.მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი
5.ტრაქტორისტ-მემანქანე
6.გიდი
7.სავალი ნაწილის ტექნიკოსი
8.ელექტრიკოსი
9.კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი                                                                                                            10.ბუღალტერი
11.სტილისტი(ქალისა და მამაკაცის ვარცხნილობა)
12.სასტუმრო საქმის მწარმოებელი
13.სარესტორნო საქმის მწარმოებელი
14.სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვა
15.შემდუღებელი

კოლეჯში დარეგისტრირებული აპლიკანტები, პროფესიული ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემდეგ, სასურველ სპეციალობებზე, სწავლის სრულ დაფინანსებას სახელმწიფოსგან მიიღებენ. ა(ა)იპ-ი პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“, გურიის რეგიონში ერთადერთი ავტორიზებული სასწავლებელია. დასაქმების საშუალო წლიური მაჩვენებელი 65%-ს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კოლეჯის ოფიციალური ვებგვერდზე www.collegehorizonti.wordpress.com , www.facebook.com/collegehorizonti, ცხელ ხაზზე და ოფიციალურ პორტალზე www.vet.ge . აირჩიე პროფესია – შეიქმენი მომავალი.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.