პროფესიული განათლება დასაქმებისთვის

161საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ფესტივალი – „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო პროფესიული პროგრამების განმახორციელებელმა 30-მდე დაწესებულებამ, რომელთა შორის იყვნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სასწავლებლები. ფესტივალის მიზანი იყო დაინტერესებული პირებისათვის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი პროგრამების, დაფინანსების მოპოვებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ფესტივალში ასევე მონაწილეობდნენ დასაქმების ხელშემწყობი სააგენტოს წარმომდგენლები (jobs.ge, hrpg.ge, hr.com, hrpartners.ge).
პროფესიულმა კოლეჯმა „ჰორიზონტმა“, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის სტუდენტების მიერ შექმნილი ნაწარმის გამოფენა მოაწყო, რომლებმაც დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა, გამოითქვა სურვილი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. კოლეჯის მიერ მოეწყო სტილისტის კუთხე, სადაც სასურველი ვარცხნილობის გაკეთების მსურველებს, პროფესიონალი სტილისტი ემსახურებოდა.
ფესტივალზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მთელი დღის განმავლობაში ადგილზე გაევლოთ რეგისტრაცია მათთვის სასურველ პროგრამებზე, გაცნობოდნენ პროფესიული ტესტების ნიმუშებს, დაეთვალიერებინათ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვიზუალური მასალა და მოესმინათ მათი პრეზენტაციები.
ფესტივალის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე გაეცნენ

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.