განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ვიზიტი კოლეჯ ,,ჰორიზონტში"
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გურიის რეგიონში, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტის“ ფილიალებს ეწვია.მინისტრმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და თანამშრომლებს შეხვდა.
გივი მიქანაძემ კოლეჯის წარმომადგენლებთან პროფესიული განათლების პრიორიტეტულობაზე, ამ მიმართულებით განსახორციელებელ ინიციატივებზე ისაუბრა და მათგან არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
კოლეჯი „ჰორიზონტი“ გურიის რეგიონში ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში და ერთდროულად 1500-მდე პროფესიულ სტუდენტს ემსახურება.





კოლეჯში საახალწლო არდადეგები ცხადდება
კოლეჯ ,,ჰორიზონტის” დირექტორი, ნანა ჯოლია, ახალი ვადით შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას.